„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მელქონ მაკარიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს. დღესვე პარტიული კონფერენცია გაიმართება ნინოწმინდაში.